saqarTvelos uReltexilebi - uTviris uReltexili

კოორდინატები 43°04`49` ჩ. გ. 42°17`34` ა. გ.
ტერიტორიული ერთეული მესტიის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2714 მ
ქედი სვანეთის კავკასიონი

 

უღელტეხილი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის სამხრეთ განშტოების შდავლერის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2714 მ. აგებულია იურული თიხაფიქლებით, ქვიშაქვებით, მერგელებითა და კირქვებით. მდინარე ნაკრის ხეობას აკავშირებს მდინარე ნენსკრის ხეობასთან საცალფეხო გზით. უღელტეხილის მიდამოები შემოსილია ალპური მდელოებით.